მამუკა მდინარაძე - მსოფლიოში ყველა პატიმარი თანაბარია თავის უფლებებში, შესაბამისად, სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების უფლებები, საქართველოში უმაღლეს დონეზეა დაცული
მსოფლიოში ყველა პატიმარი თანაბარია თავის უფლებებში, შესაბამისად, სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების უფლებები, საქართველოში უმაღლეს დონეზეა დაცული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთნ, მისივე თქმით, მსოფლიოში განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი პატიმრის ცნებას არ ცნობენ.
„მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები ისეა დაცული, როგორც ვერ წარმოედგინა ვერავის ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით წლების წინ. მე ძალიან ხშირად მესმის საყვედურებიც იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის, დამნაშავის მიმართ ხომ არ არის გადაჭარბებული ყურადღება, გადაჭარბებული ემოციები. ჟურნალისტების ნაწილიც ამას უწყობთ ხელს, მისი აქტუალიზაციის მიზნით, მაშინ ხომ არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი ყველა დანარჩენი პატიმრის მსგავს უფლებრივ მდგომარეობაში. მოქალაქეების მოწერილი მინახავს, რომ სასტუმრო ხომ არ არის, ასობით მნახველი რომ შედის მასთან, მაშინ სხვასთანაც ასე უნდა შევიდესო.
მსოფლიო განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი პატიმრის ცნებას არ ცნობს. ყველა პატიმარი, ყველა მოქალაქე არის თანაბარი თავის უფლებებში. შესაბამისად, მისი უფლებები, ისევე როგორც სხვა პატიმრების უფლებები, უმაღლეს დონეზეა დაცული საქართველოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.