მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავს, აღსრულების პროცესში დაიცვან ადამიანის ფუნდამენტური უფლებები
მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავს, აღსრულების პროცესში დაიცვან ადამიანის ფუნდამენტური უფლებები

მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა სამართალდამცავს, აღსრულების პროცესში დაიცვან ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძენ აღნიშნა, „ქართული ოცნება“არასდროს დავემსგავსებით „ნაცმოძრაობას“ და ოკუპანტ ძალს, ვითომ, ვისაც ისინი ებრძვიან.

„ჩვენ ნებისმიერი საკითხის, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება თუ სხვა, რომელიც სავალდებულოა აღსასრულებლად, ვერ ვიმოქმედებთ ისე, რომ არ დავიცვათ, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ვიცით, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია, რათა მოხდეს უკიდურესი პროვოკაცია. „ნაცმოძრაობის“ გეგმის ნაწილია პროვოკაციების მოწყობა და დესტრუქციის დამგეგმავ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩაგვითრიონ, პროვოკაციაში. გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს ზუსტად და ადამიანის უფლებების დაცვით, მაქსიმალურად კორექტულად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.