მამუკა მდინარაძე - მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს, რომ მინიმუმ სხვა პარტიებმა, რომლებიც არ წარმოადგენენ „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, შეძლონ მათი ნარატივიდან გამოსვლა, შემოვიდნენ პარლამენტში და გავაგრძელოთ უამრავ თემაზე მსჯელობა
მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლონ, მინიმუმ სხვა პარტიებმა, რომლებიც არ წარმოადგენენ „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, მათი ნარატივიდან გამოსვლა, გამიჯვნა მათი დღის წესრიგიდან, რომელიც რევოლუციურია თავისი არსით, შემოვიდნენ პარლამენტში და გავაგრძელოთ უამრავ თემაზე მსჯელობა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ყველა თემაზე შეიძლება საუბარი მას შემდეგ, რაც ისინი რეალობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად რელევანტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“.
„მოლაპარაკების დროს მიღწეული იყო შიდა ე.წ. შეთანხმება, რომ დეტალებზე ჩვენ არ გვესაუბრა. ვისაუბრეთ მხოლოდ იმ დეტალებზე, რომელიც ოპოზიციამ გაახმოვანა, სხვა დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლონ, მინიმუმ სხვა პარტიებმა, რომლებიც არ წარმოადგენენ „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, რომლებიც განსაკუთრებით რადიკალურები არიან ამ პროცესში, შეძლონ მათი ნარატივიდან გამოსვლა, გამიჯვნა მათი დღის წესრიგიდან, რომელიც რევოლუციურია თავისი არსით, შემოვიდნენ პარლამენტში და გავაგრძელოთ უამრავ თემაზე მსჯელობა. ყველა თემაზე შეიძლება საუბარი მას შემდეგ, რაც ისინი რეალობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად რელევანტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ოღონდ, თუ იქნება ისევ საკითხების რადიკალურად დაყენება და ულტიმატუმი, ამ შემთხვევაშ მოლაპარაკება ვერ შედგება“, – განაცხადა მდინარაძემ.