მამუკა მდინარაძე - მივესალმებით პრემიერის ინიციატივას საწვავისა და სურსათის ფასების რეგულირების საკითხზე, თუ საჭირო გახდება, პრემიერის ამ ინიციატივას ექნება პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერა
მამუკა მდინარაძე - მივესალმებით პრემიერის ინიციატივას საწვავისა და სურსათის ფასების რეგულირების საკითხზე, თუ საჭირო გახდება, პრემიერის ამ ინიციატივას ექნება პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერა

მივესალმებით პრემიერის ინიციატივას საწვავისა და სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, თუ საჭირო გახდება, პრემიერის ამ ინიციატივას ექნება პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მთავარია, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ფასების დარეგულირება მოხდეს.

„პრემიერის ინიციატივას ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისითაც, რადგან ეს არის დღეს მთავარი გამოწვევა, რაც საზოგადოებას აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მაღალი და ბევრი ადამიანი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამ ეკონომიკური ზრდის შემდეგ კიდევ შეიძლებოდა ამ ნიშნულით გაგრძელებულიყო ზრდა, მთავარი გამოწვევა სწორედ ის არის, რომ ამ ნიშნულის კვალდაკვალ ჩვენ შევძლოთ ფასების დარეგულირება და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის წარმატება ეკონომიკის სფეროში აისახოს თითოეულ მოქალაქეზე“, – განაცხადა მდინარაძემ.