მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, რომელმაც აწამა, გააუპატიურა, ღირსება აყარა ადამიანებს, სალომე ზურაბიშვილს თუ ამ პასუხისმგებლობის გაზიარება შეუძლია, მისი საქმეა
მიხეილ სააკაშვილი, გარდა იმ დანაშაულებისა, რაზეც იხდის სასჯელს, ბრალდებულია ზოგადად ძალიან დიდ, სისტემურ და უპატიებელ დანაშაულებში, მან შექმნა სისტემა, რომელმაც აწამა, გააუპატიურა, ღირსება აყარა ადამიანებს, ადამიანის უფლებები გაანულა ამ ქვეყანაში, ამ სისტემის შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.
„სალომე ზურაბიშვილს თუ ამ პასუხისმგებლობის გაზიარება შეუძლია, მაშინ მისი საქმეა, მაგრამ არ მგონია, ეს ადვილი გასაზიარებელი იყოს, ადვილად იყოს პასუხისმგებლობა ასაღები ამ ყველაფერზე და კიდევ, „არა და არასდროს“ ქართველ ხალხს არასდროს დაავიწყდება. მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ შეიწყალებს, თუმცა მთლიანად ოპოზიციურ მესიჯბოქსზე რომ არის გადასული ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ესეც ნათელია“, – განაცხადა მდინარაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „მინდა, მივულოცო სალომე ზურაბიშვილს, სწორი აქცენტები გააკეთა ოლიგარქიაზე, მას შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი“.