მამუკა მდინარაძე - მგონია, რომ იმ წინადადებაზე, რომელიც შეიცავს ულტიმატუმის ნიშნებს, ოპოზიცია უარს იტყვის, იმედი მაქვს, მოლაპარაკებას შევძლებთ
თუ ულტიმატუმის ენაზე უარს არ იტყვის რომელიმე მხარე და წითელ ხაზად ისეთ პირობას დააყენებს, რომლის გადაჭრაც კომპრომისულ ვარიანტად არის შეუძლებელი, ბუნებრივია მოლაპარაკება ვერ შედგება. მგონია, რომ იმ წინადადებაზე, რომელიც შეიცავს ულტიმატუმის ნიშნებს, ისინი იტყვიან უარს და ამიტომ მაქვს იმედი, რომ ჩვენ მოლაპარაკებას შევძლებთ, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძე განაცხადა.
მისი თქმით, „ფასილიტატორი ელჩები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი შედეგიანი იყოს“.
„ჩვენ ვხედავთ მათ შესაბამის მოქმედებებს, ისინი უკვე ცალ-ცალკე ხვდებიან პარტიებს. მგონი, ყველასთვის ცხადია, ამ შეხვედრებიდან გამოსული პოლიტიკოსების განცხადებების პათოსი. ვფიქრობ, ისინიც კომპრომისულ წინადადებებზე იფიქრებენ, იმსჯელებენ და პარლამენტში შემოვლენ, რომ თავისი პოზიცია დააფიქსირონ საპარალმენტო ტრიბუნიდან და ბოლოს და ბოლოს, პატივს სცენ თავიანთ ამომრჩეველს, რომელთაც დაავალეს, რომ მათ მიიღონ საპარლმენტო ცხოვრებაში მონაწილეობას. თუ ჩვენ გვინდა, რომ მოლაპარაკებამ გამოიღოს შედეგი, პირველი, ვეთანხმები ელჩს, რომ პარტიამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვერავინ ვერავის დაავალებს, ვერანაირი მოქმედების განხროციელებას, მაგრამ აუცილებლად უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან მოლაპარაკების მაგიდასთან დაყენებული წინადადება და ულტიმატუმი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიციის რიტორიკა ისევ იქნება ისეთი რადიკალური და მათი პირობა, ისევ ულტიმატუმის სახით იქნება წარმოდგენილი, „ბუნებრივია კომპრომისზე საუბარი ზედმეტია“.
„მაგრამ როგორც კი ამ წითელ ხაზს გადაკვეთავენ, ოღონდ ამ შემთხვვევაში, პოზიტიური გაგებით, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, შემხვედრი წინადადებეიც იქნება ჩვენი მხრიდან. თუ ისინი იფიქრებენ და თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ასახავენ ამ ულტიმატუმის, ყველაზე რადიკალური პოზიციის ჩახსნაში, ასე დავარქვათ, ამ შემთხვეაში, უკვე ყველა ვხვდებით, რომ შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა. ამ შემთხვევაში, ბევრ თემას შეეხნენ ისინი და ყველა თემაზე შესაძლებელია საუბარი, გარდა იმისა, რომ ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილება გადაიხედოს და მოხდეს რევიზია. ვიმედოვნებ, მწამს და მჯერა, რომ ისინი ამ რადიკალური პოზიციიდან გამოვლენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დაიდება ისეთი წინადადები, რომელზე მსჯელობაც იქნება შესაძლებელი და გადაწყვეტილების მიღებაც. თუ კომპრომისისკენ სვლის, ანუ სურვილის დაფიქსირების დროს, მაინც ულტიმატუმი დარჩება წინადადებად, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, ვერასდროს შედგება მოლაპარაკება, ძალიან მარტივი ჭეეშმარიტებაა. თუ ულტიმატუმის ენაზე უარს არ იტყვის რომელიმე მხარე, ნებისმიერ მოლაპარაკებებში და წითელ ხაზად ისეთ პირობას დააყენებს, რომლის გადაჭრაც, რომლის გათვალისწინებაც კომპრომისულ ვარიანტად არის შეუძლებელი, ბუნებრივია, მოლაპარაკება ვერ შედგება.
მგონია, რომ ამ წინადადებაზე, რომელიც შეიცავს ულტიმატუმის ნიშნებს, ისინი იტყვიან უარს და ამიტომ მაქვს იმედი, რომ ჩვენ მოლაპარაკებას შევძლებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.