მამუკა მდინარაძე - მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი დაფინანსდა 11 500 დოლარით, წარმოიდგინეთ, რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რაც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ერთი ფეიკის გავრცელებაში აიღო აღნიშნული თანხა.
„მხოლოდ იმაში, რომ ერთდღიანი რაღაც პეტიცია და კოალიცია შექმნა მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის დასახსნელად თუ რაღაც სათაური რომ იყო, ხომ გახსოვთ, აი, ამ ნიუსის, ერთსაათიანი ტყუილის გავრცელებაში 11 500 დოლარია გადახდილი. ანუ მარგველაშვილის მხარდაჭერა ამ თანხით იყო ერთი ფეიკის გავრცელებაში და თქვენ წარმოიდგინეთ მთლიან კამპანიას რამხელა ფინანსები სჭირდება, რომლის ფორმალიზებაც არ მომხდარა. როგორც ჩანს, ფულის გადახდა ხელშეკრულებაში ამის გაწერის გარეშე ვერ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ თანახმად, რომ მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500 დოლარით. ერთსაათიანი ტყუილი და თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ და მარტო ფული ამას არ ჰყოფნის. ამას მხარს და ზურგს უმაგრებენ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.