მამუკა მდინარაძე - მარაზმული ლოგიკაა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, დამნაშავე რეჟიმის შემქმნელი თუ არ იქნება თავისუფალი, არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური
მამუკა მდინარაძე - მარაზმული ლოგიკაა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, დამნაშავე რეჟიმის შემქმნელი თუ არ იქნება თავისუფალი, არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური

მარაზმული ლოგიკაა, რომ საქართველოზე და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, დამნაშავე რეჟიმის შემქმნელი თუ არ იქნება თავისუფლებაში, არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მდინარაძე გამოეხმაურა გიგი უგულავას განცხადებას, სადაც უგულავა ამბობს: „ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი“.

მდინარაძის თქმით, არავის ურჩევდა ამ ლოგიკის განვითარებას.

„საქართველოზე და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი რომელიღაც პიროვნება თუ არ იქნება თავისუფლებაში, არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური – რა ლოგიკაა ახლა ეს? ეს არის მარტივი პასუხი; მეორე, უსასტიკესი დამნაშავე, დამნაშავე რეჟიმის შემქმნელი, იმ დანაშაულების გამო, რაც დაუმტკიცდა, თუ ციხეში იჯდება, არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური – ან ეს რა ლოგიკაა? ერთიც და მეორეც არის მარაზმული ლოგიკა და ამ ლოგიკის განვითარებას არავის ვურჩევდი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.