მამუკა მდინარაძე - მამუკა ხაზარაძე რომ ჩამოყალიბდეს, ცუდი არ იქნებოდა, მისგან არათანმიმდევრულ განცხადებებსა და ტყუილების კასკადს ვისმენთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში გამოჩნდა, მისგან „ტყუილების კასკადს ვისმენთ“.
მდინარაძე აცხადებს, რომ ხაზარაძე გაკეთებული განცხადებებით საკუთარ თავთანაც კი, წინააღმდეგობაში მოდის.
„მამუკა ხაზარაძე რომ ჩამოყალიბდეს, ცუდი არ იქნებოდა, რადგან არათანმიმდევრული განცხადებებსა და ტყუილების კასკადს ვისმენთ მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი პოლიტიკაში გამოჩნდა. ჯერ წერილზე იყო საუბარი, დაწყებული 120 თითის ანაბეჭდიდან, გიორგი გახარიას ხსენებით გაგრძელებული, შემდეგ „პროგრეს ბანკზე“ „გაღმა შეედავე“ პრინციპით გადავიდა. უამრავი საკითხი იყო, სადაც მის ლექსიკაში არათანმიმდევრულობა ჩვეულებრივ წესად გახდა. თავის თავთანაც კი, წინააღმდეგობაში მოდის, ისეთ განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.