მამუკა მდინარაძე - მადლობა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ ჩვენს აქტივისტს თუ მომხრეს, ვინც უპრეცედენტო ბულინგი აიტანა, თითოეულ ადამიანს, ვინც არ აჰყვა რადიკალიზმს
მამუკა მდინარაძე - მადლობა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ ჩვენს აქტივისტს თუ მომხრეს, ვინც უპრეცედენტო ბულინგი აიტანა, თითოეულ ადამიანს, ვინც არ აჰყვა რადიკალიზმს

მადლობა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ ჩვენს აქტივისტს თუ მომხრეს, ვინც უპრეცედენტო ბულინგი აიტანა, თითოეულ ადამიანს, ვინც არ აჰყვა რადიკალიზმს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობა თითოეულ პოლიციელს, ვინც გმირულად აკეთა თავისი საქმე ბოლო დღეების განმავლობაში, აჩვენა უპრეცედენტო თავშეკავება და პროფესიონალიზმი!

თითოეულ ჩვენს აქტივისტს თუ მომხრეს, ვინც გმირულად აიტანა უპრეცედენტო ბულინგი, გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ფეიკკამპანიით, ყველაზე ამაზრზენი ბრალდებით და დარწმუნებულია ჩვენს სიმართლეში საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე!

თითოეულ ადამიანს, თუნდაც მას, ვინც გულწრფელი პროტესტი გამოხატა და არ აჰყვა რადიკალიზმს, რომელსაც შეიძლებოდა, უბედურებამდე, ქაოსამდე და ადამიანების, ახალგაზრდების თუ პოლიციელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდეს რისკებამდე მივეყვანეთ, რაც ომის პარტიის ერთადერთი ოცნებაა.

ჩვენი ოცნება კი ორ ფეხზე მყარად მდგარი, ღირსეული, ადამიანზე ორიენტირებული, მშვიდობიანი და განვითარებული საქართველოა, როგორც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა!“ – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“.