მამუკა მდინარაძე - ლორა თორნტონის განცხადება მთლად კორექტული არ იყო
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადება მთლად კორექტული არ იყო.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, თუ მას თავისი ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკა სურს, ამის საშუალებად ქართველი ჟურნალისტის კრიტიკა და დაცინვა არ უნდა გამოიყენოს, როგორც ეს გამოუვიდა.
“არ უნდა გამოიყენოს ქართული სახელმწიფოს დაცინვა. მისი მხრიდან კორექტული განცხადება ნამდვილად არ იყო. საბედნიეროდ, იმ ქვეყანაზეა საუბარი, რომელიც ჩვენი მეგობარი და პარტნიორია”, – განაცხადა მდინარაძემ.
ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.
აღნიშნული განცხადების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის ხელმძღვანელისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს.