მამუკა მდინარაძე - ლომჯარია და პრეზიდენტი ხელს თუ შეუშლიან, თორემ ხელს ვერ და არ შეუწყობენ სტატუსის მიღებას
როგორ შეიძლება, დავიჯეროთ ის, რომ სტატუსის მიღება შეიძლება იყოს მათი მიზანი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ის არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.
„ლომჯარია და პრეზიდენტი, სამწუხაროდ, ჩვენ უკვე თამამად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხელს თუ შეუშლიან, თორემ ხელს ვერ შეუწყობენ და არ შეუწყობენ შეგნებულად სტატუსის მიღებას, რადგან ამაზე აქვთ მთელი გეგმები აწყობილი. როგორ შეიძლება, დავიჯეროთ ის, რომ სტატუსის მიღება იყოს მათი მიზანი. მისი ვიზიტი და ვოიაჟი რას შეიძლება ემსახურებოდეს, მარტივი გადასაწყვეტი და მარტივი აღსაქმელია“, – განაცხადა მდინარაძემ.