მამუკა მდინარაძე - ლობისტური კომპანიისთვის გადარიცხულია მოპარული მილიონები, რომელიც გიული ალასანიას ხელში აღმოჩნდა, კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, ეს ყველაფერი გამოეცხადებინა
ლობისტური კომპანიისთვის გადარიცხულია მოპარული მილიონები, რომელიც გიული ალასანიას ხელში აღმოჩნდა. კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, ეს ყველაფერი გამოეცხადებინა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.
მამუკა მდინარაძის განცახდებით, თავის დროზე მოპარული ფულით დაფინანსებული პიარკამპანია მიმდინარეობს.
„ამ თანხებით მისი ლობირება ხდება. თქვენ წარმოიდგინეთ, მილიონი დოლარი ასე ღიად და აშკარად რომ გამოჩნდა, რამდენი მილიონია დახარჯული? ახლა ამის გადასაფარად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დეკლარაციებს დასდევენ, რათა თავისი მილიონობით დოლარი გადაფარონ. როგორც კი რაიმეში ამხელ, იქვე ამბებს იგონებენ. გაღმა შედავების პრინციპს მიმართავენ – დიდ ფულს აღმოაჩენ, მათ ამხელ. რას ნიშნავს ლობისტებთან გადარიცხული მილიონი, იცით? ტყუილის გაპიარება იაფი არ ჯდება. ამ ოჯახს ამდენი მილიონი საიდან ჰქონდა, ამ კითხვაზე საპასუხოდ ამბობენ, ახლობლები, ნათესავები და მეზობლები გვირიცხავენო. რეალობაა, თავის დროზე მოპარული ფულით დაფინანსებული პიარკამპანია. თუ სააკაშვილი საჭმელს შესაბამისი კალორაჟით შეჭამს, ყველაფერი დასრულდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.