მამუკა მდინარაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, დასწიოს 5 ნომრის და ასწიოს ვითომ შუაშისტური ძალების ფაქტორი, ამასობაში, თავად პარტიაც და კოლექტიური „ნაცმოძრაობაც“ ინგრევიან
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, საკუთრივ „5“ ნომრის ფაქტორი დასწიოს ოდნავ ქვემოთ და ასწიოს ვითომ შუაშისტური ძალების ფაქტორი. რეალურად, ამასობაში „ნაცმოძრაობა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობაც“ ინგრევიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობაში“ ცდილობენ, შექმნან მესამე ძალა, ასევე ცდილობენ, გადაანაწილონ ამ პარტიასა და ერთ-ორ ვითომ ფსევდო მესამე ძალაზე მათი ამომრჩევლების ხმების რაოდენობა.
„საერთოდ არ მგონია, რომ ეს რაღაც შიდაარეულობის გამოა მხოლოდ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ დასუსტების და მის ხარჯზე ვითომ ე.წ. ფსევდო შუა ძალის წამოწევის მცდელობა. ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, საკუთრივ 5 ნომრის ფაქტორი დასწიოს ოდნავ ქვემოთ და ასწიოს ვითომ შუაშისტური ძალების ფაქტორი. რეალურად, ამასობაში „ნაცმოძრაობა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობაც“ ინგრევა. ამას ვერ ხვდებიან, რომ მამუკა ხაზარაძისგან, სამადაშვილებისგან და ა.შ. ვერ გამოვა საპირწონე ძალა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდეს. ისინი ცდილობენ, შექმნან მესამე ძალა და ცდილობენ, გადაანაწილონ ამ „ნაცმოძრაობასა“ და ერთ-ორ ვითომ ფსევდო მესამე ძალაზე თავიანთი ამომრჩევლების ხმების რაოდენობა.
ეს ოპოზიციური ხმები ხომ რაღაც საერთო ჯამში არის და რაც არ უნდა მოაკლონ „ნაცმოძრაობას“, ჯერ ერთი, ის ავტომატურად ვერ ემატება, და მეორეც – ეს „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე ამომრჩეველი ხომ არ არის იმაზე მეტი, რამდენიც არის რეალურად? როდესაც შენ გაქვს 55-პროცენტიანი მხარდაჭერა, სულ რომ მთელი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია შეძლო, მაინც ვერ სცდები იმ ზღვარს, რომელიც „ქართული ოცნების“ დამარცხებას უზრუნველყოფს.
ახლა ძალიან წვალობენ. მამუკა ხაზარაძემ ხომ თქვა რამდენიმე დღის წინ, შუა უნდა შეიკრიბოსო. ანუ ახლა ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ შუაშისტურ ძალებად, სინამდვილეში არიან ფსევდო შუაშისტი „ნაცები“. ფსევდო შუაშისტი „ნაცები“ ახლა ცდილობენ, „ნაცების“ დაკლებული რეიტინგის ფონზე იგივე ხმები თავისკენ წამოიღონ. შეგნებულადაც მიდის „ნაცმოძრაობის“ შიგნით ასეთი განხეთქილებები.
ობიექტური კვლევა ამბობს, რომ აქვთ 19 პროცენტი, აღარ აქვთ 27 და 30. თავად „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს 16 პროცენტიო. ობიექტური კვლევა, რაც ქვეყნდება ხოლმე, „გორბის“ კვლევა, უწერიათ 19 პროცენტი და 16 პროცენტი გვაქვსო. ისინი რაღაც შეთანხმებულ თამაშს თამაშობენ, შეგნებულად ანგრევენ „ნაცმოძრაობასაც“ და ცდილობენ, ამომრჩევლის მხოლოდ რადიკალური კონტიგენტი დაიტოვონ და მესამე ძალებზე იმუშაონ, მაგრამ ამასობაში ორივეს ერთად აკლდება. საკუთრივ პარტია „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაგდებით და დაშლით იშლება მთელი „ნაცმოძრაობა“, რომელშიც შედიან „ლელო“ და სხვა მათი კლასების წარმომადგენლები.
ეს პროცესი დასრულდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო დრამატული დამარცხებით 2024 წლის არჩევნებზე, რადგან მათი ეს ახალი გეგმა ვერ იმუშავებს. „ნაცმოძრაობა“ რომ იყო გუშინ, მისი ბიზნესმენი იყო, მის რეკეტში მონაწილეობდა, თანამზრახველი იყო, თანამოზიარე და ა.შ. არ შეიძლება, ხალხმა მიიღოს მესამე ახალ და სუფთა ძალად. ერთნაირი ცოდვები აწევთ ბეჭებზე და რანაირად უნდა გახდნენ ესენი შუაშისტები, ამიტომ ვეძახი ფსევდო შუაშისტ „ნაცებს““, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.