პრეზიდენტად წოდებულს ვერ წამოვაცდენინეთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ადამიანი, რომელიც ამის თქმას ვერ ბედავს, არ შეიძლება, იწოდებოდეს პრეზიდენტად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.
„ხატია დეკანოიძემ თქვა – ქართველი ხალხი არ დაივიწყებს – რაღაც ფორმულა დაუზეპირებიათ. პიარულად კარგად ხვდება ხოლმე ყურს – ქართველი ხალხი არ დაივიწყებს – ერთი ასჯერ გაიმეორა, პირობითად, ბევრჯერ გაიმეორა – ქართველი ხალხი არ დაივიწყებს ამას, ამას, ამას, ამას. არადა, სინამდვილეში, რელევანტური არის ერთი მთავარი ამბავი, ამ ფორმულაში თუ ჩავსვამთ – ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს იმ ბოროტებასა და ღალატს, რომელიც მას დაატყდა თავს „ნაცმოძრაობის“ სახით. ეს არის ერთადერი წინადადება ამ ფორმულაში სწორად ჩასმული და რელევანტური. დანარჩენი უკვე მომავლისა და ქართველი ხალხის გონიერების საქმეა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ისმის კითხვა, რატომ დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა, თუ ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ შეგროვდებოდა, თუმცა მდინარაძის განმარტებით, დღევანდელი დღე რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი.
„ჩვენ გვეკითხებიან. დღეს კითხვა დაისვა, ირაკლი კობახიძეს კობახიძემ გასცა პასუხი. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით – რას გვეძლევს დღევანდელი დღე, რას გვაძლევს ეს პროცედურა. პირველი – სრული ლუსტრაცია, რომ ჩვენდა ძალიან სამწუხაროდ, ჩვენს მიერ ერთ დროს მხარდაჭერილი პრეზიდენტი აბსოლუტურად „ნაცმოძრაობის“ ნარატივშია. დღეს შეიძლება, არ ვიკადროთ, თუ ამის კიდევ მეტი საფუძველი არ გვექნა… ის უშუალოდ იღებს ვიღაცისგან დავალებებს, მაგრამ, დავალებების საფუძველზე, რასც ლაპარაკობენ „ნაცები“, სამწუხაროდ, ზუსტად იმავეს ლაპარაკობს სალომე ზურაბიშვილი. სრული ლუსტრაცია ამ მიმართულებით. მეორე – საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დამრღვევი ამბობს, რომ დიახ, ის გააგრძელებს ამგვარ მოქმედებებს, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე. მარტივი ამბავია. შესაბამისად, ჩვენ ვიყავით ვალდებულები, მიგვემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და დაგვეფიქსირებინა დარღვევა, რომელსაც არ სჭირდება დიდი იურისტობა, რომელიც არის მარტივი ამბავი. დიდი იურისტობა ასევე არ სჭირდება სტატუსისა და უფლებამოსილების ერთმანეთისგან გარჩევას, განსხვავებას. თუ ამას იურისტი ვერ არჩევს, ის ან განზრახ აზიანებს რაღაც სახელმწიფო ინსტერესს ან უბრალოდ იუსრისტი არ არის. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. და მესამე – გამიჯვნა სალომე ზურაბიშვილის პოზიციისგან. მე მგონია, ჩემი სუბიექტური შეფასებაა, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წინა ორი. ჩვენ უნდა გავემიჯნოთ, მათ შორის ქართული საზოგადოების თვალში, უზენაესი და ერთადერთი დავალების მიმცემის, ლეგიტიმური დავალების მიმცემის (დაიმახსოვრონ, გაითავისონ, მეტისგან დავალება არ უნდა მიიღონ. ერთადერთი, ვისგანაც შეიძლება, მიიღონ დავალება, არის ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი). მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვემიჯნებით პოზიციას. მათთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ვუთხრათ მკაფიოდ, გარკვევით და ხაზგახსმით, რომ ჩვენ ვემიჯნებით პოზიციას ამ ქვეყნისთვის მავნებლურს და მტრულს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს პოზიცია არის ყოვლად მიუღებელი. და როდესაც ამას ლაპარაკობს სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ამბობს, რომ ეს არ არის საქართველოს გულშემატკივრისა და ქართული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკე ადამიანის აზრი. მით უმეტეს, საქარათველოს პრეზიდენტი არ შეიძლება, ასე ლაპარაკობდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამის დაფიქსირების ვალდებულება, და არამახლოდ უფლება და უფლებამოსილება, გაგვაჩნდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ვერ ბედავს თქმას, რომ მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არ შეიძლება, იწოდებოდეს პრეზიდენტად.
„როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს ვსაუბრობთ, გამოვდივართ რა ეროვნული ინტერესებიდან, აუცილებლად უნდა შევნიშნოთ ყველა დეტალი და ვუთხრათ ქართულ საზოგადოებას, მაგალითად, რას გაექცა დღეს საქართველოს პრეზიდენტი. როგორ შეიძლება, არათუ პრეზიდენტის პოზიციაზე იყო არჩეული, ნებისმიერი საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავოს და არ ისარგებლო შესაძლებლობით, პასუხი გასცე კითხვაზე, თუ შენს მიმართ ლეგიტრიმური კითხვები არსებობს. მით უმეტეს იმ კონტექსტში, თუ ის საქართველოში, ქვეყნის შიგნით ამბობს, რომ შარშან სწორად არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თუ წელს ფორმალურად ასრულებს საქართველო რეკომენდაციებს, დღეს რა აზრზეა. ქალს პრეზიდენტად წოდებულს, ვერ წამოვაცდენინეთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ის მაინც ეთქვა, რომ თუ დსთ-ის წევრი ქვეყანა იმსახურებს, რომელიც შეიძლება, კი ცდილობს რაღაც რეფორმების გატარებას, მაგრამ საქართველოსთან შედარებით, ახლოს ვერ მივა ვერც ერთ პროგრესთან, ვერც ერთ რეფორმასთან. დიდი პატივისცემა ჩვენს კოლეგებს მოლდოვაში, მათ შორის უკრაინაში, ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭრა კიდევ ერთხელ, მაგრამ ყველამ რომ იცის თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული ყველა კრიტერიუმით, რომ ჩვენ გაცილებით წინ ვართ და ამ ფონზე იღებენ სხვები, ვინც არ არიან წინ და ჩვენ ვართ მათზე წინ, მით უმეტეს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით, დსთ-ის წევრი ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს, ის ხომ მაინც უნდა შეძლო, გამოხვიდე რაღაც დავალებიდან, რაღაც ჩარჩოდან, თვითგვემიდან, საიდანღაც ხომ უნდა შეძლო გამოხვიდე და თქვა, დსთ-ის წევრი ქვეყანა თუ იღებს, რა თქმა უნდა, ჩვენც ვიმსახურებთ. ეს მაინც რომ თქვა. მით უმეტეს უნდა შეძლო, რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშოიბლო, ჩემი საქართველო პირველია და ის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, მოლაპარაკებებსაც, ის ყოველთვის იმსახურებდა და დაიმსახურებს კიდევაც ყველა მოცემულობაში, რომ იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ადამიანი, რომელიც ამ სიტყვების თქმას ვერ ბედავს, არ შეიძლება, იწოდებოდეს პრეზიდენტად. ოპოზიცია, რომელიც ამ საკითხზე საუბარს ვერ ბედავს, ათას სისულელეს მიედ-მოედება, დემაგოგიის ყველა ზღვარს გადადის, იქაც თუ შეიძლება დემაგოგიის საკითხზე ვილაპარაკოთ და ამ მთავარ საკითხზე ვერ საუბრობს, არ შეიძლება, ჩათვალოს ერთმა ადამიანმაც კი, რომ ემსახურება საკუთარი სამშობლოს ინტერესს. და როდესაც ოპოზიცია თუ სხვა ნებისმიერი თანამდებობის პირი ქვეყანაში ემსახურება სხვათა ინეტერესებს, ისინი არ არიან ღირსნი, იწოდებოდნენ იმად, რასაც თავის დროზე ქართულმა საზოგადოებამ, ოპოზიციის მომხრემ თუ იმ შემთხვევაში პრეზიდენტის მომხრემ, დაუჭირა მხარი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ქალი პრეზიდენტი გვყოლოდა, ემიგრაციის წარმომადგენელი, გარკვეული სიმბოლიზმი შემოგვეტანა, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც მეთოდებსა და ზეწოლებს ვერ უძლებენ ადამიანები. ადამიანურად შეიძლება, ესეც გავიგოთ, მაგრამ როდესაც სამშობლოს ინტერესი დგას წინ, ალბათ ყველაფერზე უარი უნდა თქვა, შიშიც უნდა დაძლიო, ზეწოლაც, გარედან იქნება თუ შიგნიდან, დამუნათების ის ბინძური მეთოდებიც უნდა ამხილო და თქვა, რომ ჩემი ქვეყანა ამის ღირსია, ის არის ღირსეული ევროპული მომავლის ღირსი. ჩვენ ამ სიტყვებს, ამ მიდგომას არასდროს გადაუვალთ, ამიტომ ვართ საკუთარი შვილების წინაშეც, საკუთარი მომავლის წინაშეც, საკუთარი ქვეყნის მომავლის, ღირსეული, ევროპული მომავლის წინაშეც მართლები და ამიტომ ყოველთვის თამამად ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე, როგორც ამას დღეს ვაკეთებთ“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.