მამუკა მდინარაძე - ხელისუფლების ვალია მოქალაქეების კეთილდღეობის, ევროპული მომავლის, დეოკუპაციის, შერიგების, მშვიდობის, განვითარების უზრუნველყოფა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ეს უფრო წარმატებით გამოგვივა
ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ევროპული მომავალი, დეოკუპაცია, შერიგება, მშვიდობა, განვითარება, ამის უზრუნველყოფა და გარანტორობაა ხელისუფლების ვალი, ამას ვახერხებთ ჩვენ და ბიძინა ივანიშვილთან ერთად ეს კიდევ უფრო კარგად და წარმატებით გამოგვივა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წელს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში ოპოზიცია მაქსიმალურად ეცდება, თავის ურეიტინგო პირობებში შეიქმნას რევოლუციური დღის წესრიგი, მაგრამ არაფერი გამოუვა.
„2024 წელს მაქსიმალურად ეცდებიან, თავის ურეიტინგო პირობებში ოპოზიციამ შეიქმნას რევოლუციური დღის წესრიგი, ამის თავს მოხვევის უშედეგო მცდელობები იქნება მთელი წელი, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, მაგრამ არაფერი გამოუვათ. იმდენად ქვემოთ არიან წასულები, საბედნიეროდ, მათი მცდელობა მცდელობად დარჩება, ეს ქვეყანა წინსვლას გააგრძელებს. შემთხვევით არ ვიმეორებ ამ დღეებში, ეს ქვეყანა წინსვლას გააგრძელებს ბევრი მიმართულებით, დეოკუპაციის გზაზე, რადგან აქ როცა შერიგებაზეა საუბარი, მშვიდობა, განვითარება არის უალტერნატივო და არავითარ შემთხვევაში სხვა გზა არ უნდა ავირჩიოთ და არ აირჩევს არცერთი ხელისუფლება. ეკონომიკური განვითარება არის უალტერნატივო, ეროვნული ინტერესების ხარჯზე რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, ეს მიდგომა არის უალტერნატივო, ასევე ის, რომ ევროპა ჩვენი ოჯახია, სადაც უნდა საბოლოოდ მოვახერხოთ ინტეგრაცია. ამ ყველაფრის ერთობლიობაში გადაწყვეტა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ევროპული მომავალი, დეოკუპაცია, შერიგება, მშვიდობა, განვითარება, ამის უზრუნველყოფა და გარანტორობა არის ხელისუფლების ვალი, ამას ვახერხებთ ჩვენ და მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ეს კიდევ უფრო კარგად და წარმატებით გამოგვივა, გუნდის გაძლიერებაც და ქვეყნის გაძლიერებაც, ამაყად და ეროვნული ინტერესების დაცვით. ამასვე ვუსურვებ ჩვენს ყველა მოქალაქეს და ჩვენს ქვეყანას, კარგ, საუკეთესო, ბედნიერ და ღირსეულ მომავალს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.