მამუკა მდინარაძე - ხელები შორს ორგანიზაცია „სირცხვილიასგან“, „სირცხვილიას“ ბულინგიც სირცხვილია
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირების შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია.
„ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია! ხელები შორს ორგანიზაცია „სირცხვილიასგან“. „სირცხვილიას“ ბულინგიც სირცხვილია!“ – წერს მდინარაძე.
მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ვიდეორგოლიდან ცნობილი გახდა, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, „სირცხვილია“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდება. გამოქვეყნებულ ვიდეოში ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.