მამუკა მდინარაძე - „ხალხის ძალის“ ერთი შეხედვით არაპოპულარულმა განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა, როგორი სიმართლე უთქვამთ ისეთ დროს, როცა ამ სიმართლის თქმა ჰარაკირის ტოლფასი იყო
„ხალხის ძალის“ ერთი შეხედვით არაპოპულარულმა განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა, როგორი სიმართლე უთქვამთ ისეთ დროს, როცა ამ სიმართლის თქმა ჰარაკირის ტოლფასი იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
მდინარაძემ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები და ის განცხადებები შეაფასა, რომელზეც თავის დროზე „ხალხის ძალა“ აცხადებდა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ხალხის ძალამ“ ბევრი არაპოპულარული განცხადება გააკეთა, თუმცა ამ განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა, როგორი სიმართლე უთქვამთ.
„„ხალხის ძალა“ რომ ლამის კეთროვანებად გამოაცხადეს, რაღაც-რაღაცებს რომ ლაპარაკობდა ის ხალხი და ჩვენ რომ ვემიჯნებოდით მარტო ერთადერთ რამეში, რომ „არ გვინდა“, განსხვავება იცით, რა იყო? მაგის გარეშეც გადავიტანთ. ისინი ამბობდნენ, რომ – არა, ეს არის სათქმელი. ბევრ რამეში ისინი ხომ მართლები აღმოჩნდნენ და ხომ გაჭრეს ყინული კარგი გაგებით და ბევრი ისეთი რაღაცები ილაპარაკეს, რომელიც აბსოლუტურად არაპოპულარული იყო მაშინ. ამ ხალხს ეს ხომ უნდა დავუფასოთ, რომ ყველაზე არაპოპულარული განცხადებები მათ აკეთეს და დღევანდელი გადასახედიდან, გადავახვიოთ და მოვუსმინოთ, რას ლაპარაკობენ ის ადამიანები. რაღაცაში შეიძლება, დღემდე არ ვეთანხმებოდე, ოღონდ შინაარსში კი არა, არამედ იმაში, რომ არ იყო აუცილებელი, მაგრამ ერთი-ერთში მაშინ, ერთი შეხედვით არაპოპულარულმა განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა, თურმე რა ხდებოდა იმ დროს და როგორი სიმართლე უთქვამთ ისეთ დროს, როცა ამ სიმართლის თქმა იყო ჰარაკირის ჩატარების ტოლფასი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.