მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნა და საქმეზე საუბარი სადღაც შეპარვა-შემოპარვას არ ნიშნავს
ხალხი, რომელიც ქუჩებში დაიპარება, ამას სხვას აბრალებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებზე, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შეხვედრა პარლამენტში დილის 09:00 საათზე სპეციალურად ჩანიშნეს.
მდინარაძის თქმით, ამას საუბრობს ხალხი, რომელიც 2012 წლის შემდეგ ქუჩაში ნორმალურად ვერ გადის.
„ამას ლაპარაკობს ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება დაიპარება. 2012 წლის შემდეგ ისინი დაიპარებიან და ქუჩაში ვერ გამოდიან ნორმალურად. ცოტა დააკვირდნენ, რას ლაპარაკობენ. უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ მერე რამე არ იტლიკინონ. ხალხი, რომელიც ქუჩებში დაიპარება, ამას სხვას აბრალებენ. უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნა და საქმეზე საუბარი სადღაც შეპარვას და შემოპარვას არ ნიშნავს. მაგათ უნდათ, რომ ვიღაც გადაეყაროს გზაზე და მათ შორის ფიზიკური დაზიანებები მიაყენოს. ხელისუფლებაში ვართ და ამ პროვოკაციაზე ვერ წამოვეგებით და თმენის ვალდებულება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არსებობს. ქუჩაში გავიაროთ ერთად, თუ ძალიან ნებავთ. მერე მიხვდებიან ზუსტად. აქ რაღაც ფლეშმომებს, რომ დგამენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.