მამუკა მდინარაძე - ხალხი ქუჩაში არ გამოდის ერთი მიზეზი გამო, ფეიკნარატივზე აგებული პიარი არ მუშაობს
მამუკა მდინარაძე - ხალხი ქუჩაში არ გამოდის ერთი მიზეზი გამო, ფეიკნარატივზე აგებული პიარი არ მუშაობს

ხალხი ქუჩაში არ გამოდის ერთი მიზეზი გამო, ფეიკნარატივზე აგებული პიარი არ მუშაობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ფიქრები, აზრები და გამოხატვის ფორმები არ მოსწონდეს, მაგრამ პატივს სცემს ნებისმიერ მათგანს.

„ამ შემთხვევაში პოლიტიკოსზე არ ვსაუბრობ. ასეთ ხალხთან, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერენ, მისაუბრია, მიკამათია, რაღაცებზე დამიყოლიებია, უთქვამთ, რომ არა, ამას ვერ წარმოვიდგენდი ან ასე არ ვფიქრობდი. ეს ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, ეს ხალხი იმდენად გაუნათლებელია, დააჯერებენ, პირდაპირ რომ თარგმნა „ხალხის ძალამ“ ამერიკული კანონი, ამასაც კი რუსულს დაარქმევენ და ის ხალხიც იტყვის, რომ რუსულია. მათზე ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ. ამიტომ არის, რომ 10 და 20 კაცზე მეტი არ გამოდის მათ აქციაზე. იმ ხალხმა ნახა, რომ ვინც ყველაზე რადიკალია, ვინც ვითომ ყველაზე ანტიოკუპანტია, რუსებზე ბინას აქირავებს. ეს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ვერაფერს რუსულს ვერ იტანენ და ამ დროს თავად რუსებისგან იღებენ ფულს. აქ არის ორმაგ სტანდარტზე საუბარი. რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანები ხდებიან ხოლმე ხშირად ვითომ ანტიოკუპაციის პიონერები. ამ ორგმაგ სტანდარტს შიფრავს ხალხი და იმიტომ არ ჰყავთ ხალხი აქციებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.