მამუკა მდინარაძე - კასრებში, რომლის მსგავსი ოფისთან დაიდგეს, ადამიანების მკვლელობის და წამების ამსახველი ათიათასობით ფაილი იყო, კასრებია მათი სიმბოლო
კასრებში, რომლის მსგავსი ოფისთან დაიდგეს, ადამიანების მკვლელობის და წამების ამსახველი ათიათასობით ფაილი იყო, კასრებია მათი სიმბოლო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ მოხდება ნიკა მელიასთან მიმართებით სასამართლოს გამოტანილი განაჩენის აღსრულება, მდინარაძემ უპასუხა, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს არ ეხება.
„იმ კითხვას მისვამთ, რომელიც შსს-ს უნდა დაუსვათ. არ შეიძლება, ამის შესახებ ვარაუდი ან ინფორმაცია მქონდეს. როგორ ხდება აღსრულება, ეს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელის საქმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, რადგან აღსრულებასაც ისინი ეწეოდნენ, ხალხის დაჭერასაც, დაპატიმრებასაც, წამებასაც და სხვათა შორის, გაუპატიურებასაც. იმ კასრებში, რომლის მსგავსი ოფისთან დაიდგეს, იყო ათიათასობით ფაილი, სადაც მამაკაცებისა და ქალების გაუპატიურება, მკვლელობა და წამება იყო ასახული. კასრებია მათი სიმბოლო. მაშინ, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი გაგცემდათ პასუხს, როგორ უნდა მომხდარიყო აღსრულება“, – განაცხადა მდინარაძემ.