მამუკა მდინარაძე - კარლ ჰარცელის აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები, რადგან ჩემი აზრით, მანდატების შეწყვეტის საკითხზე არ იყო სწორი განცხადება
მამუკა მდინარაძე - კარლ ჰარცელის აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები, რადგან ჩემი აზრით, მანდატების შეწყვეტის საკითხზე არ იყო სწორი განცხადება

კარლ ჰარცელის მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მის ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები, რადგან ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი განცხადება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კარლ ჰარცელის იმ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შეეხება.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, კარლ ჰარცელმა ამ შემთხვევაში არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო.

„როცა კარლ ჰარცელი განცხადებას აკეთებდა, ამ ორ საკითხზე არ იმსჯელა, ამისგან დამოუკიდებლად გააკეთა განცხადება, რაც არასწორი იყო. ეს ადამიანი, როგორც პარტნიორი და მეგობარი უამრავ კარგ საქმეში გვეხმარება და გვერდით გვიდგას, მაგრამ ეს განცხადება იყო არასწორი, რადგან არც მიზანშეწონილობაზე იყო სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ კარლ ჰარცელის კომენტარი გაავრცელა, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერისთვის მანდატების გაუქმების საკითხს ეხება.