მამუკა მდინარაძე - კარგია, რომ არარსებული პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ იხლიჩება, ცუდი ისაა, რომ ის მთავარი ოპოზიციური პარტიაა
მამუკა მდინარაძე - კარგია, რომ არარსებული პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ იხლიჩება, ცუდი ისაა, რომ ის მთავარი ოპოზიციური პარტიაა

რომ არა მათი მედიის მხარდაჭერა, „ნაცმოძრაობა“ ფიზიკურად, როგორც პოლიტიკური პარტია არ არსებობს. არარსებული პარტია კიდევ რომ იხლიჩება, ეს კარგია, რადგან ყველაზე მავნებელი პარტიაა და ქვეყნისთვის კარგია, რონ დაღმართისკენ მიდის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი დაწყებულია.

„ხაბეიშვილამდე „ლეველებს“ მელია შესწვდება. მათი დაშლის პროცესი რომ დაწყებულია, ეს არის ფაქტი. მათ ვერ უშველა ვერც მათმა მედიამ. „ნაცმოძრაობა“ მედიაპროდუქტია და რეალურად არ არსებობენ. ყველა მტკიცებულებით დასტურდება, რომ არა მათი მედია მხარდაჭერა, „ნაცმოძრაობა“ ფიზიკურად, როგორც პოლიტიკური პარტია არ არსებობს. არარსებული პარტია კიდევ რომ იხლიჩება, ეს კარგია, რადგან ყველაზე მავნებელი პარტიაა და ქვეყნისთვის კარგია, რონ დაღმართისკენ მიდის. ცუდი ისაა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიაა“, – განაცხადა მდინარაძემ.