მამუკა მდინარაძე - ჯანი ბუკიკიოს 2010 წელს პარლამენტში გადასცეს ოქროს საწმისი, 15 წუთში უკან გამოართვეს, წაიღეს და მიხეილ სააკაშვილმა იმავე დღეს მეორედ გადასცა, არც ერთ ეთერში ეს ფაქტი არ გასულა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს მრავალი ფაქტი იყო ისეთი, რომელიც მედიასივრცეში ვერ ხვდებოდა და საზოგადოებამდე ვერ მიდიოდა.
მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, 2010 წელს მოხდა.
„კონსტიტუციასთან დაკავშირებით მინდა, ერთი ძალიან საინტერესო ამბავი მოგიყვეთ. ჯანი ბუკოკიო ყველამ ვიცით. მედიათავისუფლებაზე რომ ვლაპარაკობთ, ჯანი ბუკიკიოს ამ შენობაში 2010 წელს გადასცეს ოქროს საწმისი. ჩვენ გვაქვს ასეთი ჯილდო უცხოელი მეგობრებისთვის, ოქრის საწმისი გადასცეს. შემდეგ 15 წუთში გამოართვეს უკან, ყველა ტელევიზია ესწრებოდა ამ ფაქტს. შემდეგ წაიღეს და მიხეილ სააკაშვილმა იმავე დღეს მეორედ გადასცა ოქროს საწმისი ჯანი ბუკიკიოს. არც ერთ ეთერში ეს ფაქტი არ გასულა. ეს იყო თავისუფლების სივრცე, დღეს თავისუფლების სხვა სივრცეა, თქვენ თვითონვე ხედავთ ამას. ასეთი ფაქტები არის უამრავი, როდესაც კონკრეტული, როგორც მინიმუმ სასაცილო ფაქტი, ვერ ჰპოვებდა სივრცეს, საზოგადოებამდე რომ მისულიყო ეს ამბავი. აქედან გამომდინარე ვაფასებ, რომ კითხვას სვამთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.