მამუკა მდინარაძე - ირაკლი კობახიძეს სავსე და ცარიელი ხელები რომ არ ეხსენებინა, ოპოზიციას რა ეშველებოდა, მესიჯბოქსი რაზე უნდა ჩამოეკიდებინა
ირაკლი კობახიძეს სავსე და ცარიელი ხელები რომ არ ეხსენებინა, ოპოზიციას რა ეშველებოდა და მესიჯბოქსი რაზე უნდა ჩამოეკიდებინა? – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ პარტნიორებთან მხოლოდ მოლაპარაკებებზე არ ისაუბრებს, ის ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, როგორ ასრულებს ქართული სახელმწიფო ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრ ვალდებულებებს.
„საუბარი იქნება იმ რეფორმებზე, რომლის განხორციელებაც საქართველოში მიდის. როცა ჩვენ თამამი განცხადება გავაკეთეთ, რომ 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ამას საფუძვლად სჭირდება არა მხოლოდ დემოკრატიული ხარისხის განვითარება, არამედ შესაბამისი პირობების შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ასეთი განაცხადის გაკეთების. ეს არის მთავარი, რაზეც ღარიბაშვილი ისაუბრებს. ასევე იმ საკითხებზეც, რაც ჩვენი მხრიდან წარდგენილია მოლაპარაკებების პროცესში და სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან ვერ ხმოვანდება, რადგან პირობებს ვიცავთ“, – განაცხადა მდინარაძემ.