მამუკა მდინარაძე - ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით უსუსური პროპაგანდისტული იერიშით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ დაგებულ მახეში გაებნენ
მამუკა მდინარაძე - ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით უსუსური პროპაგანდისტული იერიშით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ დაგებულ მახეში გაებნენ

თავიანთ დაგებულ მახეში თვითონვე გაებნენ. წლების განმავლობაში ჰქონდათ კამპანია, თითქოს პირველ პირს შეუძლია, სახელმწიფოს თანხებით ფრენები განახორციელოს პირადი მიზნებისთვის, ვიღაცები ჩამოიყვანოს, ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი გამოიყენოს, უსუსური პროპაგანდისტული იერიშით თავადვე დაადასტურეს, რომ თურმე არ შეუძლია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილის კერძო ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში, ბიუჯეტის თანხები არ დახარჯულა.

„მხოლოდ ვიღაცების გაპრავებაზე თუ არ ხარ გადასული და რეალურად გაინტერესებს, რა მოხდა, უნდა დაინტერესდე, ხორციელდებოდა თუ არა ამ თვითმფრინავით კერძო რეისები, შეუძლია თუ არა მოქალაქეს, მიმართოს ამ თვითმფრინავზე კომპანიას და გაფრინდეს ჩარტერული რეისით, ასევე, სახელმწიფომ გაიღო ეს ხარჯები პრემიერის შემთხვევაში, როდესაც ის და თავისი ოჯახის წევრები გაფრინდნენ ევროპაში, თუ ეს იყო პირადი ხარჯი? პირდაპირ აღმოჩნდა, რომ თავის დაგებულ მახეში თვითონვე გაებნენ. მთელი კამპანია, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, თითქოს პირველ პირს შეუძლია, სახელმწიფოს თანხებით ფრენები განახორციელოს პირადი მიზნებისთვის, ვიღაცები ჩამოიყვანოს, თვითონ გაფრინდეს და ა.შ. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი გამოიყენოს, ამ უსუსური პროპაგანდისტული იერიშით თავადვე დაადასტურეს, რომ არ შეუძლია, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ქვეყნის პირველი პირი. ხომ დადასტურდა? ჩარტერები თურმე მაშინ ყოფილა უკანონო. ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ ოჯახის ხარჯით არის გაწეული ეს თანხები. რა თქმა უნდა, დეკლარაციაში იქნება ეს დეტალურად ასახული. როდესაც ლაპარაკობდნენ, თითქოს ეს არ არის პრობლემა და პირველ პირს შეუძლია, იფრინოს სახელმწიფოს ხარჯებით, პირადი საჭიროებისამებრ, ეს ასე არ არის, თავადვე დაადასტურეს, რაც ძალიან კარგია“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს გურიის რეგიონში, სადაც სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.