მამუკა მდინარაძე - იმხელა ინტერესია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია მეორეხარისხოვანი გახდა, რაღაც დიდი თამაშია, არ შეიძლება 308 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდეს არარეალურ ჩანაწერს მხოლოდ იმის გამო, რომ სამადაშვილი დადის ევროპაში
ყველა ხვდება, რომ ეს რაღაც დიდი თამაშია, სადაც არ შეიძლება, 308 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდეს ასეთ არარეალურ და სიმართლისგან აბსოლუტურად მოწყვეტილ ჩანაწერს მხოლოდ იმის გამო, რომ სამადაშვილი დადის ევროპაში და ვიღაცები, მაგრამ მხოლოდ მათი მონაწილეობა და მათი ლობირება საქართველოდან გარეთ არ არის საკმარისი, რათა შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
მისი თქმით, საქართველოში მოქმედებს ორმაგი აგენტურა, რომლებიც რუსეთისგან დიდი რაოდენობის თანხებს იღებენ.
„საქართველოში არის აგენტურა, ხანდახან ორმაგიც და მათი ე.წ. ლობისტები და რუსული ინტერესები ძალიან ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, ის ორმაგი აგენტურა, რომლებიც რუსეთისგან ხან დიდი რაოდენობის თანხებს იღებენ, ხან წარსულში რუსული ორიენტაციის პოლიტიკოსების პრესსპიკერები იყვნენ და ევროკავშირის დროშით და დასავლურ დროშას შემოფარებულები, გამოდიან ჩვენ წინაშე. უკაცრავად გამოთქმისთვის, და ამასაც აღარ ჭამს საზოგადოება, რადგან ყველა ხვდება, რომ ეს რაღაც დიდი თამაშია, სადაც არ შეიძლება, 308 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდეს ასეთ არარეალურ და სიმართლისგან აბსოლუტურად მოწყვეტილ ჩანაწერს მხოლოდ იმის გამო, რომ სამადაშვილი დადის ევროპაში და ვიღაცები, მაგრამ მხოლოდ მათი მონაწილეობა და მათი ლობირება საქართველოდან გარეთ არ არის საკმარისი, რათა შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. აქ არის სხვა ინტერესი, უფრო დიდი და გლობალური და ამ გლობალურ ინტერესს ჰქვია ის ინტერესი, რაზეც ჩვენ მაინცდამაინც თამამად ვერ ვსაუბრობთ, რადგან ვუფრთხილდებით ბევრ რაღაცას. ძალიან ბევრ რაღაცას ვუფრთხილდებით. ამაზე იყო კამათი ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ ეს უნდა ვთქვათ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს – იმხელა ინტერესია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა და მისი რეპუტაცია მეორეხარისხოვანი გახდა. წარმოიდგინეთ, იმხელა ინტერესია, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, 200-ზე მეტი იყო ამის წინააღმდეგი, მაგრამ 308 დეპუტატის მხარდაჭერით, ეს შემთხვევითი ამბავი არ არის და ამას საზოგადოებრივი ანალიზი სჭირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.