მამუკა მდინარაძე - იაპონიამ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კვლავ დააფიქსირა
საქართველოსა და იაპონიის პარლამენტებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, უსაფრთხოების გამოწვევები იყო ის საკითხები, რაზეც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, იაპონიაში ვიზიტისას ისაუბრა. ამის შესახებ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემები აქვთ ამ ქვეყანაშიც. საუბარი შეეხებოდა რუსულ ოკუპაციას, ასევე საუბარი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და გეოპოლიტიკური პოტენციალის გამოყენებაზე. ამაზე სასიხარულოა, რომ ჩვენი იაპონელი კოლეგები ჩვენს აზრს პრაქტიკულად იზიარებენ. სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმებია, პერსპექტივები. განსაკუთრებით, ეკონომიკურ საკითხებზე. საუბარი ეხებოდა ენერგო უსაფრთხოებას და ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალის გამოყენებას. მათ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კვლავ დააფიქსირეს“,- განაცხადა მდინარაძემ.