მამუკა მდინარაძე - გვიწევს, „ნაცმოძრაობას“ მათი წარსული შევახსენოთ, რომ ასე თამამად ვერ საუბრობდნენ, მათი წარსულის მძიმე ცოდვების შესახებ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს
ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი სიმყარისთვის და რისკებს მინიმუმამდე დაყვანისთვის საჭიროა, შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, ვინ დგას ჩვენს კონკურენტად, ვინ არის მეორე მხარეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, საზოგადოებამ გაიხსენოს, რა რეჟიმთან ჰქონდათ საქმე წინა ხელისუფლების მმართველობის დროს.
„ეს ხალხი დღეს ბედავს, აქეთ გადმოვიდეს შემოტევაზე და მაგალითად, ისეთი ჯალათის და ჯალათებრივი რეჟიმის ლიდერის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, გათავისუფლება მოითხოვოს, როცა ამ პედესტალიდან გვესაუბრებიან, ჩვენ გვიწევს, მათ შევახსენოთ მათი გუშინდელი დღე. შევახსენოთ, არა მხოლოდ ის ბოროტება, რაც თავისი მმართველობის პერიოდში განახორციელეს ქართული საზოგადოების და საკუთარი სამშობლოს მიმართ, არამედ ისიც, რომ მათ ბეგრაუნდში არის ფასადური აღმშენებლობა. არ არსებობდა შემკამათებელი ადამიანი, არც ტელევიზია, არც სხვა საინფორმაციო საშუალება, ერთი-ორი პატარა ტელევიზიის გარდა, რომელიც იმას მაინც ეტყოდა, ეგ შენი ე.წ. აღმშენებლობა ფასადურიაო. ყველა მიმართულებით, ბოლო რვა- ცხრა წლის განმავლობაში, სამჯერ-ოთხჯერ, ხუთჯერ ან მეტჯერ მეტია გაკეთებული თითოეული მიმართულებით, სადაც „ნაცმოძრაობას“ შეუძლია თქვას, იმის ნახევარი მაინც გააკეთა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და მე ბოდიშს მოვიხდი. მათ თავისი წარსულის შეხსენება უნდა მიიღონ ახლა, რადგან აღარ გაბედონ ისეთი ტონით საუბარი ქართულ საზოგადოებასთან, როგორც ამას აკეთებდნენ და აკეთებენ ამ დღეების განმავლობაში. შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვათ, დავარქვათ, გნებავთ ბოლო გაფართხალება, კუდის მოქნევა. როცა ასრულებს, მაგალითად, რომელიმე ბოროტი პოლიტიკური ძალა თავის მოღვაწეობას, ეს კუდის მოქნევა შეიძლება, იყოს ძლიერი და ის სამპროცენტიანი ნამატიც მიხეილ სააკაშვილის ანგარიშზე სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია. „ნაცმოძრობის“ წარმომადგენლების დიდი ნაწილი წარმოადგენენ მიშისტებს, სექტანტური მოძრაობა ჩამოყალიბდა ამ ლიდერების სახით, მიშისტების სექტა, რომელიც არის უბრალოდ სირცხვილი. „ნაცობა“ არის სირცხილი და ეს უნდა გაითავისოს ყველა ადამიანმა“, -განაცხადამდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უწევს, საზოგადოებას შეახსენოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი.
„როგორც ჩანს, გვიწევს, „ნაცმოძრაობას“ მათი წარსული შევახსენოთ, რომ ასე თამამად ვერ საუბრობდნენ. მათი წარსულის მძიმე ცოდვების შესახებ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს. ეს იგივეა, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვიღაცამ ჰიტლერი ახსენოს და უთხრა, როგორ შეიძლება ჰიტლერზე რომ ლაპარაკობ, ეს სიძულვილის ენააო. როდესაც ვსაუბრობთ ჰიტლერზე ის შეიძლება ფართო მასშტაბის იყო სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი ბოროტება არასდროს უნდა დაავიწყდეთ. მე ვფიქრობ, ჩვენს შვილებს ვიდეოკოლაჟითაც უნდა გავახსენოთ. მათ შორის მთელი ამ დღეების განმავლობაში, ხედავთ ციხესთან და სხვაგან გამართულ უამრავ აქციას, სატალევიზიო სივრცეშიც, სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ისეთ რაღაცას, რომლის შემხედვარე და მომსმენი ადამიანი საერთოდ იმ მხარეს ხმას არ უნდა იღებდეს, მაგრამ ეს უკვე შუბლის ძარღვის ამბავია, – განაცხადა მდინარაძემ.