მამუკა მდინარაძე - გუშინ საღამომდე გუნდის წევრებსა და გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, ჩვენთან კომუნიკაციისას მას პარტიის დატოვებაზე არ უსაუბრია
დადასტურდა, რომ რასაც თქვენ, „მთავარი არხი” საუბრობდით, იყო ტყუილი, რადგან დღევანდელი მისი გადაწყვეტილების საფუძველი, 100 პროცენტით დამოკიდებული იყო იმაზე, რაც მან განაცხადა, რასაც ჩვენც ვუდასტურებთ – გუშინ საღამოს ამ საკითხთან დაკავშირებით, კონკრერულად აღსრულების საკითხთან დაკავშირებით იყო საკმაოდ ცხარე დისკუსია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„დღეს დილით უკვე რამდენიმე ადამიანი საქმის კურსში ვიყავით, ვინაიდან ბატონი გიორგი იყო უმცირესობაში გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, მან ამის გამო მიიღო სწორედ ეს გადაწყვეტილება. მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით, არანაირი დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გუშინ საღამომდე გიორგი გახარიასა და გუნდის სხვა წევრებს შორის არ ყოფილა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე: „დატოვა თუ არა პარტიაც გიორგი გახარიამ“, მდინარაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით დეტალებს დააზუსტებს.
„ჯერჯერობით ამის შესახებ არ მომისმენია, დეტალებს დავაზუსტებ და უფრო ზუსტად გიპასუხებთ, რომ რაიმე შეცდომა არ დავუშვა. მან რაც განაცხადა, ის ვიცით ჩვენ, ყველამ. დილითაც, როდესაც ჩვენ ამაზე გქვონდა საუბარი და მასთან კომუნიკაცია იყო, მას პარტიისა და გუნდის დატოვებაზე საუბარი არ ჰქონია. ის ამბობდა, რომ დატოვებდა პრემიერ-მონისტრის პოსტს და ასეც განაცხადა ბრიფინგზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე – გუშინ საღამომდე გუნდის წევრებსა და გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, ჩვენთან კომუნიკაციისას მას პარტიის დატოვებაზე არ უსაუბრია