მამუკა მდინარაძე - გმირ პოლიციელებს ვერც დაემუქრება ვინმე და ვერც შეაშინებს
მამუკა მდინარაძე - გმირ პოლიციელებს ვერც დაემუქრება ვინმე და ვერც შეაშინებს

გმირ პოლიციელებს ვერც დაემუქრება ვინმე და ვერც შეაშინებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, ყველაზე მარგინალური ლიდერი ქართული ოპოზიციისა, კვლავ იმუქრება, მაგრამ ქართული სახელმწიფო არის შემდგარი და მისი მუქარის არავის ეშინია.

„მიხეილ სააკაშვილს საუბედუროდ 9 წელი ჰქონდა, რათა მუქარა საქმეში გადაეზარდა და ეს სახადი ქართულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ უკვე მოიხადა. საბედნიეროდ, მას აღარასდროს მიეცემა საშუალება, რომ იგივე გააკეთოს, რასაც თავისი მმართველობის პერიოდში აკეთებდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც მისი მუქარის სუბიექტები ხშირად ხდებიან და ადამიანებს, რომლებიც ყველას უსაფრთხოებას იცავენ. სამწუხაროდ, ყოფილი მთავარსარდალი ამ ადამიანებს ემუქრება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა: „უნდა ვიმუშაოთ პოლიციასთან, სპეცრაზმებთან, მივიდეთ მათ სახლებში, თითოეულის მისამართი გამოვაქვეყნოთ, ერთხელ უკვე ტელეფონები გამოვაქვეყნეთ“.