მამუკა მდინარაძე - ღონისძიებაზე იქნება ყველა, ვინც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მის ევროპულ კურსს, ქვეყნის ევროპულ არჩევანს და დასავლურ ორიენტაცას
ღონისძიებაზე იქნება ყველა, ვინც კი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მის ევროპულ კურსს, ქვეყნის ევროპულ არჩევანს, დასავლურ ორიენტაციას და იმას, რომ ვიყოთ ერთიანები და ძლიერები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობი ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გამართული „ევროპის დღეების“ კვირეულის დასკვნითი საზეიმო ღონისძიების დაწყების წინ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, საზეიმო განწყობა ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერი მედია საშუალებების წარმომადგენლებში იწვევს პანიკას, თუმცა, იმაში, რომ ადამიანები მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“ და მის ევროპულ კურსს, არაფერი ცუდი არ არის.
„პანიკაში არიან ჩავარდნილები ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები და პანიკაში ვარდებიან მათი მხარდამჭერი მედია საშუალებების წარმომადგენლები იმდენად, რომ სამარშუტო ტაქსებში უვარდებიან, მერე წერენ ასეულობით სინქრონს, აქედან არჩევენ ერთს, რომელმაც ყველაზე ცუდად ან მათთვის სასარგებლოდ უპასუხა, ასეთი პანიკური სიტუაცია აქვთ. ნუ პანიკობენ, არაფერი არ ხდება ცუდი, პირიქით, კარგი ხდება, ევროპას უჭერენ ეს ადამიანები მხარს და „ქართულ ოცნებას“, გუნდს, რომელიც ამ ეტაპზე მყარად არის ჩამოყალიბებული მისი დასავლური არჩევანის მიმართ და ეს ჩვენ კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.