მამუკა მდინარაძე - გენერალური პროკურორის არჩევის წესზე დათქმები არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას, არც ჩვენ გამოგვადგება ის, რაც ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკა არ არის
მამუკა მდინარაძე - გენერალური პროკურორის არჩევის წესზე დათქმები არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას, არც ჩვენ გამოგვადგება ის, რაც ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკა არ არის

გენერალური პროკურორის არჩევის წესზე კონსტიტუციურ პროექტში დათქმები არ არის შესაბამისობაში იურისპუდენციასთან და არც საერთაშორისო პრაქტიკასთან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკა არ არის, არც საქართველოს გამოადგება.

„თავის დროზე ეს იყო კომპრომისული შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე და ამაზე თვალს ვხუჭავდით. ცესკო-ს თვმჯდომარის არჩევის შემთხვევაშიც, ნახეთ, რომ სამი ფორმალური კენჭისყრა ჩავატარეთ, რათა მეოთხედ ვიღაც აგვერჩია. ასეთ ფორმალობებსა და დათქმებს, რაც იურისპუდენციასთან და საერთაშორისო ცივილიზებულ პრაქტიკასთან ახლოს არ არის, არაფრის მომტანია, არავითარი საფუძველი და იურიდიული ლოგიკა არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ ამაზე უარს ვიტყვით, ამაზე წინასწარ შევთანხმდით. პრინციპში, დიდი წინააღმდეგობა არც ოპოზიციას გაუწევია, რადგან ისინიც ხვდებიან ამას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში განიხილავენ.