მამუკა მდინარაძე - გავრისკეთ და 400-ზე მეტ დოკუმენტს შევუერთდით, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარებით პირველ ადგილზე ვიყავით და ელჩი დამნაშავე სააკაშვილთან დაკავშირებით გამოუშვეს
მამუკა მდინარაძე - გავრისკეთ და 400-ზე მეტ დოკუმენტს შევუერთდით, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარებით პირველ ადგილზე ვიყავით და ელჩი დამნაშავე სააკაშვილთან დაკავშირებით გამოუშვეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის მხარი დაუჭირა უკრაინაში ომისთვის ჰააგაში რუსეთის გასამართლებას და შეუერთდა 400-ზე მეტ დოკუმენტს.

„გავრისკეთ და ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, მათ შორის იმას, რომ ამ ომისთვის ჰააგაში უნდა გასამართლდეს რუსეთი, მხარი დავუჭირეთ. 400-ზე მეტ დოკუმენტს შევუერთდით, ჰუმანიტარული დახმარებით პირველ ადგილზე ვიყავით და სამეულში ვართ დღესაც, თავიანთი მონაცემებით. დღემდე უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოდის და კიდევ რაღაცებს გვამუნათებს, ელჩი, რომელიც ბომბების წვიმა რომ იყო, ერთი დღე არ გამოსულა უკრაინიდან, კიევიდან, გამოუშვეს დამნაშავე, კრიმინალ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს მიდგომაა, სამწუხაროდ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე.