მამუკა მდინარაძე - გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს ვუხდით ჩვენ, „ქართული ოცნება“, სიმართლეს არ შეესაბამება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თიქთქოს „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” უხდის, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს ვუხდით ჩვენ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, თუ ამის საჭიროება არსებობს და მათი სტრატეგიაც უცვლელი დარჩება, მზად ვართ გადავუხადოთ“,- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.