მამუკა მდინარაძე - გარანტირებულად შეგვიძლია, ვთქვათ, მსოფლიოში უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნებს ჩავატარებთ, მაგრამ მაინც დაიწყებენ აქციებს და იქნება ხელისუფლების ამოყირავების წარუმატებელი მცდელობა
გარანტირებულად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მსოფლიოში უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნების ჩავატარებთ, მაგრამ მაინც იქნება ხელისუფლების ამოყირავების წარუმატებელი მცდელობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, გაშლილმა პატარ-პატარა ჯგუფებმა რამენაირად ბარიერი გადალახონ და საკუთარი ქვეყანა დააზიანონ.
„„ნაცმოძრაობას“ მცდელობა აქვს, რომ ყველა რესურსი გამოიყენოს, 5-იანის ფაქტორიც. პარტია ვინაიდან რამდენიმე ნაწილად გაიყო, მათი მიზანია, აგენტურამ მაქსიმალურად შეძლოს გაშლა ველზე იმგვარად, რომ გაშლილმა პატარ-პატარა ჯგუფებმა რამენაირად ბარიერი გადალახონ და თან რამენაირად საკუთარი ქვეყანა დააზიანონ. ერთწლიან პერიოდში ქვეყნის არევა, ომში ჩართვა და ამ ქვეყანაში კატასტროფის გამოწვევა მოახერხონ, ოღონდ დავალება შეასრულონ. ერთი პარტიის გარდა, ხუთპროცენტიან ბარიერს ვერცერთი პარტია ვერ გადალახავს, ამის მცირე შანსი აქვთ. სამწუხაროდ, ძველი „ნაცმოძრაობა“ ბარიერს გადალახავს, ახალი ეპოტინება მიზანს, დანარჩენები ცდილობენ, მაგრამ ბარიერს ვერ უახლოვდებიან და ამ შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ. იშლებიან, შეკოწოწდებიან, ბარიერს მაინც ვერ ლახავენ – მიზანი აქვთ შესასრულებელი, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას რამენაირად დააშორონ და შემდეგ არჩევნების ლეგიტიმურობაზე ისაუბრონ. გარანტირებულად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მსოფლიოში უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ, მაგრამ ისინი მაინც დაიწყებენ აქციებს და ეს იქნება ხელისუფლების ამოყირავების მცდელობა, რაც წარუმატებელი იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.