მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ კრიმინალთან ბრძოლაში შსს-ს ქმედებები ადეკვატურია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ კრიმინალთან ბრძოლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები ადეკვატურია.
ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძე ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრიმინალის ამსახველი თითოეული შემთხვევა ძალიან სამწუხაროა.
„მგონი, ზოგიერთ პოლიტიკოსს დანაშაულის ამბის გაგება უხარია, რადგან ჟრიამული ატყდება ხოლმე და ყველა ფაქტი მათი პიარკამპანიის ნაწილი ხდება. თითოეული შემთხვევა ძალიან სამწუხაროა, თუმცა ხედავთ, ამ გამოწვევების მიმართ შინაგან საქმეთა სამინიტრო რამდენად ადეკვატურია. პრობლემებზე თავად ვსაუბრობთ, რადგან ეს საფუძველია იმის, რომ კრიმინალთან ბრძოლაში წარმატებას საბოლოოდ მივაღწიოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.