მამუკა მდინარაძე - „ევროპული საქართველოს“ მხრიდან მარნეულში გარკვეული პროვოკაციული ფონი შეინიშნება
„ევროპული საქართველოს“ მხრიდან მარნეულში გარკვეული პროვოკაციული ფონი შეინიშნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძე „ქაეღყლი ოცნების“ პარტიულ აქტივს მიმართავს და მოუწოდებს, არ წამოეგონ პროვოკაციებს.
„მივმართავთ ჩვენს აქტივს, რომ არავის მისცენ საშუალება დისონანსი შეიტანონ დემოკრატიულ პროცესში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი აქტივისტები სწორად, კარგად არიან მობილიზებულები, მაგრამ დამატებით მინდა მოუწოდო მათ, იმ პროვოკაციებს რომელსაც ადგილი აქვს, არ წამოეგონ, ეს არის მათი ვალდებულება.
გარკვეული პროვოკაციული ფონი შეინიშნება მარნეულშიც „ევროპული საქართვლოს“ მხრიდან. ისინი ხელოვნურად ცდილობენ დაძაბონ სიტუაცია, მაგრამ ჯერ ჩვენი აქტივისტების და ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით სიტუაცია მშვიდად არის და მინდა მადლობა გადავუხადო მათ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.