მამუკა მდინარაძე - „ევროპულ საქართველოს“ სპექტაკლი არ გამოუვიდა 
მამუკა მდინარაძე - „ევროპულ საქართველოს“ სპექტაკლი არ გამოუვიდა 

ეს იყო ნამდვილად ერთნახევარი კითხვა და ეს ნიშნავდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლობის ცაიტნოტში ყოფნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ აპირებდა, რომ დაედგათ სპექტაკლი და ამაზე დაესვათ თეა წულუკიანისთვის კითხვები.

„ეს იყო ნამდვილად ერთნახევარი კითხვა იყო და ეს ნიშნავდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლობის ცაიტნოტში ყოფნას. ისინი აპირებდნენ, დაედგათ სპექტაკლი გახარიასთან და შოთაძესთან, ამ სპექტაკლის შედეგები მოეხსენებინათ წულუკიანისთვის და მოეთხოვათ პასუხები კითხვების ფორმით. მათ ეს არ გამოუვიდათ, ამიტომ თეა წულუკიანი აბსოლუტურად არაფრისთვის იყო მოყვანილი. კითხვები იქნებოდა იუსტიციის მინისტრთან იმ შემთხვევაში, თუ მათ დღეს სპექტაკლი გამოუვიდოდათ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თბილისში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მოსმენა ორი კითხვის შემდეგ დასრულდა.