მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, უსაფრთხოება და სიმართლის თქმა, ამ სიმართლით გავალთ ბოლოში, ეს არის ჩვენი მრწამსი
ევროპა არ არის გაუმჭვირვალობა, ის არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, უსაფრთხოება და სიმართლის თქმა, ამ სიმართლით გავალთ ბოლოში, ეს არის ჩვენი მრწამსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ევროპა არ არის გაუმჭვირვალობა.
„როგორ ატყუებენ ყველას. დატრენინგებული ბავშვები ჰყავთ, პომადას რომ ისვამს ადამიანი, ვნახულობთ სხვადასხვა რევოლუციურ სცენარებში, რომ ასე დაატრენინგეს. ნუ აჰყვებით ამ მკვლელებს. რა სპეცრაზმის შეტევა? ჯერ კლავდნენ და მერე მალავდნენ ხალხს სახურავებზე. რა რუსეთი და ღალატი? ომიდან ორ თვეში ხელი მოაწერეს, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომიო, გაქრა ეს რეზოლუცია? სამი კვირის წინ მაკა ბოჭორიშვილს ხელი არ მოუწერეს, რომ ოკუპაცია აღიარებულიყო. სლოგანებით ცდილობენ, ააყირაონ ქვეყანა, ლომჯარიამ და გიგაურმა რომ არ შეავსონ დეკლარაცია, რადგან მერე, მათ ენაზე რომ ვთქვა, „ლევად“ ვეღარ მოატყუებენ სტუდენტებს, „კანვასის“ ტრენინგები აღარ დაფინანსდება, მერე თანასწორად დაგველაპარაკებიან ადამიანები და ზემოდან კი აღარ გადმოგვხედავენ. როგორც შარშან მოხდა, დაგვიჯერა ქართველმა ხალხმა და მივიღეთ სტატუსი. ასეთი ევროპა მინდა მე. ევროპელი დიპლომატი გამჭვირვალობაზე რომ ამბობს, ეს არის ცუდიო, ჩვენ უნდა ვუთხრათ, მე გავბედე ქართველმა კაცმა, რომ შენ გეუბნები, ჩემს მეგობარს, რომ ჩემი სუვერენული ქვეყნის ხელისუფლებიდან მიიღე საქმიანი საყვედური, რომ ევროპა არ არის გაუმჭვირვალობა, ის არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, უსაფრთხოება და სიმართლის თქმა. ამ სიმართლით გავალთ ბოლოში, ეს არის ჩვენი მრწამსი. ამისთვის თუ გნებავთ, გაგვაკრიტიკეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.