მამუკა მდინარაძე - ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის მდგომარეობაზე, რაც დაფუძნებულია ფეიკზე, თუ გააგრძელებს თვითდაზიანებას, პასუხისმგებლობა იქნება მასზე
შეხვედრას ჰყავს ორი მხარე – ელჩები, რომლებმაც განახორციელეს დემარში და დაინტერესდნენ სააკაშვილის მდგომარეობთ, გამოთქვეს შეშფოთება და ამ დემარშის მიმღები, იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი. ერთიც და მეორეც საუბრობს ერთსა და იმავე რამეს და მედიასაშუალებები საუბრობენ სხვა რამეს. მინისტრიც ადასტურებს იმას, რაც თქვა ელჩმა, ტელევიზიები სხვა რამეს საუბრობენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი იტყუება და ვინმეს თუ უნდა, მის ჯანმრთელობაზე იზრუნოს, უნდა იცოდეს, რომ ორმაგი კალორია მიიღოს.
„იუსტიციის მინისტრი და ევროკავშირის ელჩი საუბრობენ ერთსა და იმავე რაღაცას, რომ განხორციელდა დემარში და დემარშის შინაარსი გახლდათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთება. პასუხად მათ მიიღეს დეტალური განმარტება. არც გადაყვანაზე და არც მსგავს საკითხებზე ამ დემარშის დროს საუბარი არ ყოფილა. ჩვენ თუ მივეჩვიეთ, რომ ერთი მხარე და მეორე მხარე შეხვედრაზე რასაც ამბობდნენ, ის კი არ დავიჯერეთ, მესამე რასაც იტყუება, ის დავიჯერეთ, მაშინ საზოგადოებას მოვატყუებთ. მე არ ვაპირებ საზოგადოების მოტყუებას. რაც შეეხება გავლენას, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს არანაირი მუხლი, ნორმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას, თუ ვინმე ამას ამბობს, ისიც გვასწავლოს, სად არის ეს მუხლი. ასეთი მუხლი არ არსებობს ქართულ კანონმდებლობაში. მთავარია, რომ ეს ყველაფერი ფეიკპიარის ტრენდის გაგრძელებაა, სააკაშვილი, უბრალოდ, იტყუება და თუ ვინმეს უნდა, მართლა მის ჯანმრთელობაზე იზრუნოს, უნდა იცოდეს, რომ ორმაგი კალორია მიიღოს, ნუ დადის რისკზე, ნუ იყენებს თვითდაზიანებას“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დემარში არის პროტესტის გამოხატვის ფორმა და ეს ფორმა დაფიქსირდა.
„ჩემთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია ფეიკზე და მის ნაწილობრივ შიმშილობაზე. ამ ქვეყანაში გვყავს ერთი პატიმარი, რომელიც თვითდაზიანებას ეწევა, რაზეც არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში. თუ გააგრძელებს თვითდაზიანებას, პასუხისმგებლობა იქნება მასზე. პენიტენციური სამსახური პასუხს აგებს ნებისმიერ პატიმარზე, თუ ის არ ეწევა თვითდაზიანებას“, – განაცხადა მდინარაძემ.