მამუკა მდინარაძე - ესენი ცდილობენ, მოღალატის იარლიყი სხვას მიაკრან, სამშობლო არ იყიდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ განხილვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ესენი ცდილობენ, მოღალატის იარლიყი სხვას მიაკრან, სამშობლო არ იყიდება“, – წერს მდინარაძე.
აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.
განხილვაზე ე.წ. მოწმეების სახით მიწვეული იყვნენ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი, რომლებმაც შეკითხვებს უპასუხეს.