მამუკა მდინარაძე - ელენე ხოშტარია, იმ ოჯახის წარმომადგენელი, რუსეთის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად მილიონობით რუბლს რომ იღებს, ვითომ ყველაზე დიდ ანტირუსად გვევლინება
მამუკა მდინარაძე - ელენე ხოშტარია, იმ ოჯახის წარმომადგენელი, რუსეთის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად მილიონობით რუბლს რომ იღებს, ვითომ ყველაზე დიდ ანტირუსად გვევლინება

გამოწვევაა რუსეთის მხრიდან, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ქვეყნის არჩევნებში, შესაძლოა, იყოს რუსეთის ჩარევა და, ბუნებრივია, ჩვენთან ეს გამოწვევაა, ოღონდ ვის სასარგებლოდ შეიძლება ჩაერიოს, ეს კიდევ მეორე საკითხია, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას რუსეთის მიერ არჩევნებში შესაძლო ჩარევის თაობაზე.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე ანტირუსად იმ ოჯახის წარმომადგენელი გვევლინება, რომელიც მილიონობით რუბლს იღებს ყოველთვიურად რუსეთის ბიუჯეტიდან, მაგრამ ამ თემის გაშუქება ზოგიერთი მედიის მიერ არ ხდება.

„რუბლები როცა მიდის ვიღაცების ჯიბეებში და საერთოდ არ იმჩნევთ, იქ რა ხდება, ცოტა ღრმად უნდა შევიდეთ ამ საკითხებში. ლაკა ხოშტარიაზე ვლაპარაკობ. მილიონობით რუბლს იღებს. მილიონობით რუბლს რომ იღებს ყოველთვიურად რუსეთის ბიუჯეტიდან, იმ ოჯახის წარმომადგენელი ვითომ ყველაზე დიდ ანტირუსად გვევლინება ხოლმე. სამმაგი, ათმაგი და ასმაგი სტანდარტის გამტარებლად გვევლინებიან ჩვენი ოპონენტები დღეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.