მამუკა მდინარაძე - ელენე ხოშტარია და მისი ე.წ. პარტია თუ მოძრაობა ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვის „ნაცმოძრაობის“ მკაფიო მხილებაა
მამუკა მდინარაძე - ელენე ხოშტარია და მისი ე.წ. პარტია თუ მოძრაობა ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვის „ნაცმოძრაობის“ მკაფიო მხილებაა

ელენე ხოშტარია და მისი ე.წ. პარტია თუ მოძრაობა ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვის მკაფიო ინდიკატორი, მხილებაა მთელი „ნაცმოძრაობისა“,  რადგან რაღაცებს ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერალური ბოუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს  კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ ოპოზიცია გარკვეულ საკითხებზე „ოცნებასთან“ არ უნდა თანამშრომლობდეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულდეს.

„ელენე ხოშტარია და მისი ე.წ. პარტია თუ მოძრაობა ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვის მკაფიო ინდიკატორი, მხილებაა მთელი „ნაცმოძრაობისა“ და მისი მედიის, რადგან რაღაცებს ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ იღებს დაფინანსებას, ათიათასობით დოლარს და მილიონობით რუბლს რუსეთის ფედერალური ბოუჯეტიდან. მედიის ნაწილს ამაზე პრობლემა არ აქვს. ყოველდღე ახალ ამბავს იგონებენ. ადამიანს აგენტს ისე დაუძახებენ, ვითომც არაფერი. მაგალითად, ვაშაძეს შეუძლია, აგენტი დაუძახოს ნებისმიერ ადამიანს, რაც ენაზე მოადგება, ის თქვან, მაგრამ მეორე მხარეს, ადამიანი, რომელიც რუსულ რუბლს იღებს, პრობლემა არ აქვს, ბედავს და რაღაცებს ლაპარაკობს, თან დასავლეთის კონტექსტში.

მგონია, რომ მის კომენტარზე კომენტარიც კი არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რეკომენდაციების რომელიმე პუნქტს პრობლემა არ შეექმნას, რადგან სალაპარაკოც კი არ ჰქონდეთ. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია, თუ ითანამშრომლებენ, თორემ ყოველთვის ვიტყვით, რომ სცადეს საბოტაჟის გამართლება. ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა მოუწოდეს, პარლამენტში იმუშაონ. ამ მოწოდებების მიუხედავად, ევრორეკომენდაციების საბოტაჟს აკეთებენ. ვითომ დასავლურად ლაპარაკობენ და რეალურად, რუსულ საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.