მამუკა მდინარაძე - ცნება ცილისწამება ცივილიზებულ სამყაროში არ არის მისაღები ფორმა, მესმის დეზინფორმაციის მავნე შედეგები, თუმცა ამ საკითხზე უკან დაბრუნებას არ ვურჩევდი არც ერთ ქვეყანას
ვუსმენდი თქვენს ემოციურ გამოსვლას, თუმცა ნება მიბოძეთ ცილისწამებასთან დაკავშირებით არ დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ ეს შეიცავს გარკვეულ სერიოზულ რისკებს, ეს არის ძალიან ძველი ცნება, რაც თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში არ არის დეზინფორმაციასთან ბრძოლის მისაღები ფორმა ,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ევროპელი სოციალისტების“ წევრს დავით ზილფიმიანს.
როგორც მდინარაძე აცხადებს, მას ესმის დეზინფორმაციის მავნე შედეგები, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით უკან დაბრუნებას არ ურჩევდა არამხოლოდ საქართველოს, არამედ არც ერთ ქვეყანას.
„არ დაგეთანხმებით რისკებიდან გამომდინარე, თუმცა პრინციპულობა მნიშვნელოვანია და ამაზე დღეს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმაც ისაუბრა და ჩვენც ვთქვით, რამდენიმე ჩვენგანმა ამის შესახებ. მე მესმის დეზინფორმაციის მავნე შედეგები, თუმცა უკან დაბრუნებას ჩემი აზრით არ ვურჩევდი არამხოლოდ საქართველოს, არც ერთ ქვეყანას ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.