მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, სიმართლე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარესაა, არჩევნების მეორე ტურზე საბოლოო გამარჯვებით დაგვირგვინდება
დარწმუნებული ვარ, რომ ის სიმართლე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარეს არის, იქნება საბოლოო გამარჯვებით დაგვირგვინებული და ეს გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას განაგრძობს.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც, ჩვენმა ოპონენტმა მიაღწიოს რაიმე წარმატებას, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ის იქნება რაღაც რევოლუციური შტაბი და ისინი ამ ერთი გამარჯვებით, ასეთი არ უნდა დავუშვათ, მაგრამ პირობითად ვამბობ, მოაწყობენ რაღაც რევოლუციურ მუნიციპალიტეტს და არა საქმეზე ოროენტირებულს. ამიტომ, ამ რისკების გამოსარიცხად უმრავლესობის სხდომაზე ვილაპარაკეთ საარჩევნო საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის სიმართლე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარეს არის, იქნება საბოლოო გამარჯვებით დაგვირგვინებული და ეს გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი. ჩვენ 47 პროცენტიანი შედეგი დავდეთ, რაც ბევრს ვერ წარმოედგინა, ეს იყო სიმართლის გამარჯვება ტყუილზე“, – განაცხადა მდინარაძემ.