მამუკა მდინარაძე - ჩვენი ამერიკელი პარტნიორები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან წარმატებული ვიზიტი აშშ-ში. მდინარაძის თქმით, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, მთავარი სტრატეგიული პარტნიორები და მისი წარმომადგენლები აფიქსირებენ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
„თქვენ ხედავთ, რომ ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს ძალიან წარმატებული ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის. კიდევ ერთხელ და მკაფიოდ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, მთავარი სტრატეგიული პარტნიორები და მისი წარმომადგენლები აფიქსირებენ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და საქართველო ნამდვილად, ისე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც დღეს. მათი თითოეული სიტყვა, რაც ამ დღეებში გახმოვანდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო ჩქარა, უფრო სწრაფი დინამიკით მივდივართ იმ მიზნისაკენ, რაც არის ჩვენი საზოგადოების, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის რეალური მიზანი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.