მამუკა მდინარაძე - ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ, მყარად, ორ ფეხზე ვიდგებით და ისე გავხდებით ევროკავშირის წევრები
მამუკა მდინარაძე - ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ, მყარად, ორ ფეხზე ვიდგებით და ისე გავხდებით ევროკავშირის წევრები

ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ. ჩვენ მყარად, ორ ფეხზე ვიდგებით და ისე გავხდებით ევროკავშირის წევრები, ისე გავხდებით ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე ამ ყველაფერს არ გავაკეთებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის ამაყად იბრძოლებს.

„ვინ ლაპარაკობს, ამას კი არ ვაქცევთ ყურადღებას, ჩვენ, პირველ რიგში, თუ თავმოყვარეობა გვაქვს ამ ქვეყანაში ადამიანებს – და ქართული საზოგადოება არის ერთ-ერთი ყველაზე თავმოყვარე საზოგადოება და ყველაზე თავმოყვარე ერი – იმას კი არ ვუყურებთ, აქედან გამომდინარე, ვინ ამბობს, ჯერ ვისმენთ, რას ამბობს და ვინც არ უნდა იყოს, თუ მისი გახმოვანებული ინფორმაცია შეიცავს სიცრუეს, ჩვენ ამას ვამბობთ, მიუხედავად იმისა, ვისგან ხმოვანდება ეს ამბავი ამგვარად ცრუ სახით. ეს უნდა დაიმახსოვროს ყველა ადამიანმა, რომელიც ზუსტად ამის წინააღმდეგ ილაშქრებს. ორ ფეხზე მყარად და ამაყად ვიდგებით და ისე ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის. ეს დაიმახსოვრეთ და ამის წინააღმდეგ წასვლა ისჯება ქართული საზოგადოების მიერ თავისი სწორი დამოკიდებულებით ამის ავტორების მიმართ, ვინც ამის წინააღმდეგ წავა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.