მამუკა მდინარაძე - ჩნდება ეჭვი, რომ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური ამოცანა სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდებაა
მამუკა მდინარაძე - ჩნდება ეჭვი, რომ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური ამოცანა სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდებაა

მთელი თვის განმავლობაში ქართული საზოგადოება აკვირდებოდა, როგორ ხმაშეწყობილად, ტანდემში საუბრობდნენ სააკაშვილი და მარგველაშვილი, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ გიორგი მარგველაშვილი ასევე იქცევა სააკაშვილის მიმართ წაყენებული სხვა ბრალდებების საქმეზეც.

როგორც მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეების კუთვნილი ცხრა მილიონი ლარის გაფლანგვასაც „პიჯაკების საქმედ“ მოიხსენიებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს, რითაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდება მისი პოლიტიკური ამოცანაა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციტივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას

„წარსულის გადააზრებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მომავლის პრევენცია მოხდება. „ქართული ოცნება“ ვალდებულად თვლის საზოგადოების წინაშე თავს, არამარტო მართლმსაჯულება აღსრულდეს სანდროს და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად. ამიტომ, ფრაქცია იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციტივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას – ეს იქნება ცვლილებების მთავარი არსი. რასაკვირველია, ახალი რეგულაცია ვერ გავრცელდება ძველ შემთხვევებზე და შეეხება მხოლოდ მოქმედ და მომავალ ხელისუფლებებს. ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება “გირგვლიანის შესწორებები” დავარქვათ. შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ფრაქცია “ქართული ოცნება” იწყებს მუშაობას ახალ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელსაც მან “გირგვლიანის შესწორებები” უწოდა.