მამუკა მდინარაძე - ბოლო დღეებში ვიღებთ ბევრ ინფორმაციას, რომ სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად ქვეყანაში დიდი ფული შემოდის
მამუკა მდინარაძე - ბოლო დღეებში ვიღებთ ბევრ ინფორმაციას, რომ სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად ქვეყანაში დიდი ფული შემოდის

ბოლო დღეებში ვიღებთ ძალიან ბევრ ინფორმაციას, რომ როგორც სასამართლოს წინააღმდეგ, ასევე ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად, ანუ ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპიროდ შემოდის ქვეყანაში ძალიან დიდი ფული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპონენტებმა და მათმა პატრონებმა უკვე სავსებით რეალურად გადაწყვიტეს, რომ არაფრის თავი არ აქვთ და ახლა ფულზე გააკეთეს აქცენტი.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, სწორედ ამას ემსახურებოდა ამერიკული კანონის „რუსულ კანონად“ გამოცხადება, რათა ვერ მომხდარიყო გრანტების მიზნობრიობის დადგენა.

„დღეს გახდა ცნობილი, რომ გრანტი დაუმტკიცდა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ არხს. შემდეგ, თურმე ვიღაცები ამბობენ, გრანტი კი დაგვიმტკიცდა, მაგრამ არანაირი ირიბი მხარდაჭერა ლგბტ პროპაგანდის, უბრალოდ, უმიზნოდ დაგვიმტკიცდა ეს გრანტიო. უმიზნოდ და უმიზეზოდ გრანტები არ მტკიცდება. თურმე ამიტომ მოიკლეს თავი შარშან, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ღირსეული მომავალი თაობა მოეტყუებინათ, ამერიკული კანონი რუსულიაო. ეს იმიტომ, რომ ვერ უნდა გაგვეგო ამ გრანტების მიზნობრიობა. მიზნობრიობა კონკრეტული გრანტის, რომელიც შეადგენდა ლგბტ ირიბი პროპაგანდისთვის გამოყოფილი თანხის 5-6%-ს. მოიგეს გრანტი ამ მიზნობრიობით და ამბობენ, რომ ამას მიზნობრიობა არ აქვს.

რაღაც მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს გრანტს? ნიკა გვარამიამ დეტალურად იცის თურმე ამ გრანტის შესახებ და თან ისიც იცის, რომ მიზნობრიობა არ აქვს. ეს რას ნიშნავს? ანუ, რა მიზნობრიობაც დასახელდა, მართალი ყოფილა. როდესაც ინფორმაცია ვრცელდება, რომ ირიბი მხარდაჭერისთვის გამოყოფილი დიდი თანხის 5-6%, რომელიც ასევე დიდი თანხაა, გამოეყო „მთავარ არხს“ და ამ დროს გვარამია აცხადებს, რომ ამას მიზნობრიობა არ გააჩნია, ესე იგი, რაც გავრცელდა, ის არის მართალი. ვერ მოიფიქრეს, რა გამართლება მოუფიქრონ ამ ყველაფერს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.